გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

BBC -ს ჟურნალისტი გორში - მაია როსტოვსკამ სტალინის სახლ-მუზეუმი მოინახულა

9-01-2018

BBC-მ სტალინის სახლ-მუზეუმის შესახებ ვიდეომიმოხილვა გამოაქვეყნა. იოსებ ჯუღაშვილის მშობლიურ ქალაქ გორს, ბრიტანული ტელეარხის ჟურნალისტი, მაია როსტოვსკა ესტუმრა.

როგორც ვიდეოს აღწერაშია მითითებული, როსტოვსკას დიდი ბაბუა, წარმოშობით პოლონელი, სახელმწიფო მოხელე იყო. იგი სტალინის რეპრესიების ემსხვერპლა.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა კი გადაწყვიტა, თავად ენახა იმ ადამიანის სახლ-მუზეუმი, ვისი გადაწყვეტილებითაც მისი წინაპარი გადასახლებაში აღმოჩნდა.

აღნიშნულია ისიც, რომ შენობას ყოველწლიურად ათობით ათასი დამთვალიერებელი სტუმრობს. ჟურნალისტისთვის გაუგებარია, რატომ რჩება სტალინი დღემდე პოპულარულ პერსონად.

როსტოვსკა სტალინის სახლ-მუზეუმს ლენინის მავზოლეუმს ადარებს და ამბობს, რომ საბჭოთა ბელადის ბიუსტი აკლდამას აგონებს.

წყარო: dianews.ge

http://dianews.ge/sazogadoeba/2156-bbc-.html