გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლაშა ნაცვლიშვილი ხაზარაძეს: ტოლი ნახე, კოჭი გააგორე

27-08-2019

„ტოლი ნახე, კოჭი გააგორე“ - ასე ეხმიანება ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომის შესახებ მამუკა ხაზარაძის მზაობამ გამოიწვია.

ხაზარაძის ამ შეთავაზებას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ შოთა დიღმელაშვილი, გია ხუხაშვილი, დავით ზურაბიშვილი და სხვები, რომლებიც მსჯელობენ, დათანხმდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძის შეთავაზებას.

ამ მრავალმნიშვნელოვანი სტატუსით, დისკუსიას ირიბად უპასუხა და წერტილი დაუსვა ლაშა ნაცვლიშვილმა, რაც სავარაუდოდ, სახელისუფლებო გუნდის პოზიციაცაა.