გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ალაზანში არასრულწლოვანი ბიჭი დაიხრჩო

3-09-2019

მდინარე ალაზანში არასრულწლოვანი ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მიმდებარედ მოხდა.

გარდაცვლილი სოფელ კოლაგში მცხოვრები მეცხრეკლასელია.

კოლაგის საჯარო სკოლის დირექტორის, გალინა პანასენკოს იფორმაციით, მოზარდი მდინარეზე საბანაოდ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაციით, ის სხვა პირის დახმარების დროს გარდაიცვალა.

ერთ- ერთი ვერსიით, მოზარდს გული გაუჩერდა.

ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პია