გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორის სოფლებში მოხუც წყვილებს ჯვარს დაწერენ

4-09-2019

,,გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოლოცვითი ჯგუფები შემოივლიან", ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიაში აცხადებენ.

კერძოდ, ეპარქიის ფესიბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსვლელობის დროს განხორციელდება სოფლების დალოცვა და ხანდაზმული წყვილების საზეიმო ჯვრისწერა.

გარდა ამისა, მომლოცველები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩავლენ და ჯვარს აღმართავენ.

,,2 სექტემბრიდან 

7 სექტემბრამდე გორისა და ატენის ეპარქიის სოფლების ნაწილს შემოივლიან მოლოცვითი მსვლელობის ჯგუფები. მსვლელობის დროს განხორციელდება სოფლების დალოცვა, ხანდაზმული წყვილების საზეიმო ჯვრისწერა, მოსახლეობასთან შეხვედრა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯვრის აღმართვა,“-ნათქვამია განცხადებაში.

"შიდა ქართლი"