გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოზურგეთში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10-01-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ბორდიულს შეეჯახა. შემთხვევას 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ავარიის შედეგად დაშავდა გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.