9-09-2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ამსახველ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იკლო, "ფეისბუქის" საშუალებისთ ეხმაურება:
"როგორც კი ესენი მოშორდებიან, საქართველოში დაიწყებს შემოსვლას 10 მილიარდიანი ინვესტიცია, - ამას ვამბობ მე - მიშა სააკაშვილი".
შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია
17-01-2026