გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ზუგდიდში ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

10-09-2019

ზუგდიდის ცენტრში, ბულვარის მიმდებარე ზებრაზე 8 წლამდე ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა.

თვითხმილველების ინფორმაციით, მოზარდი ბებიასთან და თანმხლებ თანატოლთან ერთად გადაადგილდებოდა. ამავე ცნობით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლის სწრაფად არ გადაადგილდებოდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველად ინფორმაციით, მას გონება არ დაუკარგავს.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

"პია"