გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საჩხერის მუნიციპალიტეტში ორ სამარხს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

10-01-2018

საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებულ ორ სამარხს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ 3 იანვარს მოაწერა ხელი. სიაში მოხვდა საჩხერის მუნუციპალიტეტის სოფელ ჭალაში, აბაშიძეთა საგვარეულო სასაფლაოზე მდებარე ღენტორ აბაშიძის სამარხი (1905 წელი). ასევე ქალაქ საჩხერეში წმინდა ნინოს ეკლესიის ეზოში მდებარე მარიამ გობაშვილის სამარხი (1906 წელი). 

სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა ქუთაისის, თელავის, გურჯაანის, მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგის, ხარაგაულის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარე რამდენიმე ეკლესიას და ციხე-კომპლექსს. 

წყარო: "პრაიმტაიმი"

http://primetime.ge/news/1515574730-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%90