გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლანჩხუთის სოფლებში აზიური ფაროსანასგან დაცვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

11-09-2019

აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა-ლაბორატორია სოფლებში გადაადგილდება. მოძრავი ლაბორატორია აღჭურვილია საველე სამუშაოებისათვის საჭირო უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით.

გურიის რეგიონში, კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ლესა, ჩოჩხათი, ზემო ჩიბათი), გასვლითი შეხვედრები გაიმათა, სადაც მობილური ლაბორატორიის მეშვეობით, ადგილზე შემოწმდა მოსახლეობის მიერ მოტანილი ხილ-ბოსტნეულის ნიმუშები და საკარმიდამო ნაკვეთებში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს, ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სახლის პირობებში, მავნებლის საწინააღმდეგო მექანიკური მეთოდები გააცნეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედებს სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც, ფიტოსანიტარი სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს, აწვდიან ინფორმაციას მცენარეთა დაავადებების შესახებ და კვალიფიციურ კონსულტაციას უწევენ, თუ რა პრეპარატებით ებრძოლონ ამა თუ იმ დაავადებას. საინფორმაციო შეხვედრების მიზანია მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების მიღება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის სისტემის გაძლიერება.