გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სტიქიამ რუსთავის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

10-01-2018

ძლიერმა ქარმა რუსთავში  რამდენიმე საცხოვრებელი შენობისა და მე-12 მიკრორაიონში ,,ენერგო-პროს’’ ქვესადგურის სახურავი, ბუნებრივი აირის მილები, ბილბორდები და საახალწლო განათებები დააზიანა.  რამდენიმე მისამართზე სახურავების პარაპეტები და ხეებია მოგლეჯილი.

 

ქალაქში არსებულ სიტუაციას, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა პირადად მიიღო.

ქარიშხლით მიყენებულ ზარალს მერიაში მოქმედი სპეციალური კომისია დაითვლის.