გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ჯეიმს აპატურაი: ნატო-ს ატლანტიკური საბჭო სულ მალე საქართველოში იქნება

12-09-2019

საქართველოს ნატო-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ნატო-ში ინტერესს არ იწვევს, – წერს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი.

მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ მსგავსი იდეა დღეს არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, დროულია.

„მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატო-ში ინტერესს, რომ ეს საკითხი განიხილოს. ასევე არ მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ეს იდეა დროული იყოს. ნატო-ში საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატო-ში, და მეტ ნატო-ს საქართველოში, რაც მოიცავს მკაფიო და კონკრეტული იდეებს. ეს არის მართებული მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულადაც. ნატო-ს ატლანტიკური საბჭო სულ მალე იქნება საქართველოში, რათა განიხილოს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის განიხილება საქართველოს დახმარება იმ რეფორმებში, რომელიც დაეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში“, – წერს აპატურაი.