გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო წილოსანი: მიხეილ ბატიაშვილის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მან მინისტრობის პერიოდში ორი ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა

12-09-2019

დეპუტატი ნინო წილოსანი განათლების მინიტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით, მიხეილ ბატიაშვილის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრობის პერიოდში ორი ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა.

,,ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოს მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და ისეთი ინფორმაციის დამახინჯება, რომელიც საჯარო და მარტივად გადამოწმებადია, როგორც ჩანს, სპორტის ახალ სახეობად იქცა. ,,ამ შეჯიბრში კი ნათლად იკვეთება კონკრეტული ინტერესი - მაქსიმალური ზიანი მიაყენონ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც თავიანთ საქმეში ძალიან წარმატებული არიან. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში კარგ სამიზნედ მიიჩნიეს განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმების გამტარებელი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრობის პერიოდში ორი ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა. მიხარია, რომ დროული რეაგირება მოახდინა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მცდარი ინფორმაცია კატეგორიულად უარყო“,- აცხადებს ნინო წილოსანი.