გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გონიოში 20 ივნისის აქციის მონაწილესა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა

13-09-2019

გონიოში 20 ივნისის აქციის მონაწილეს, ირაკლი არველაძესა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის

დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი არველაძემ პოლიციის შენობა დროებით დატოვა.

"ვიყავი გონიოში, სასტუმროში, სადაც ქუცნაშვილი მეუღლესთან ერთად ისვენებდა.

ვეძახდი, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა ხართ და თქვენ გამო ხალხი ციხეში ზის-მეთქი.

რომ ჩავედი, "ჩექაუთი" იყო. მომვარდა მაგისი ქალი, ცოლი, დაცვის წევრი და თვითონ. გამოექანა ცოლი და მთხლიშა სახეში.

პასუხს აგებთ ამის გამო-მეთქი ვუთხარი და დავრეკე 112-ში. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად არის", - განუცხადა ირაკლი არველაძემ "მთავარ არხს".