გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

როგორი იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენების შემდეგ

13-09-2019

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ანაკლიის პორტის ფეისბუქ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ასახულია, თუ როგორი იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენების შემდეგ.
"ანაკლიის პროექტი მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი არ არის.
ის მოიცავს: ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პარკს, ფინანსური ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს, ამერიკული აკადემიის საუნვერსიტეტო კამპუსს, ამერიკულ ჰოსპიტალს, ინოვაციებისა და სტარტაპების ცენტრს, საერთაშორისო იპოდრომს, გოლფ კლუბსა კიდევ ბევრ კომპონენტს.

ანაკლია გახდება სიახლის, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კომპანიების მიზიდულობის ცენტრი. ადგილი, სადაც ჰარმონიულად იქნება შეთავსებული საპორტო, ლოგისტიკური, საწარმოო, ბიზნესის, გართობის, დასვენებისა და დაბალანსებული ცხოვრების სტილის ყველა წინაპირობა.

ახალი ღრმაწყლოვანი პორტი მსოფლიოს უდიდეს გემებს მიიღებს, მილიონობით კონტეინერს გადაამუშავებს და აბრეშუმის გზის კარიბჭის ისტორიულ ფუნქციას შეასრულებს, ანაკლიის ინდსუტრიული პარკი კი ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის"-წერია ანაკლიის პორტის ფეისბუქგვერდზე .