გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცხინვალში მყოფი ორი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა

14-09-2019

ახალგორის ე.წ. საზღვარი დროებით გაიხსნა. სავარაუდოდ, დეფაქტო ცხინვალმა

გადაწყვეტილება ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო.

სასწრაფო დახმარებამ 55 წლის ქალი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა.

ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო მოძრაობა გაურკვეველი ვადით არის აკრძალული. მოსახლეობა ვერ გადაადგილდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ჰუმანიტარულ კრიზისად აფასებს.

შეგახსენებთ, ტერიტორიაზე 6 სექტემბრის შემდეგ ვერ შედის საკვები და მედიკამენტები.