გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისში რამდენიმე კაცი ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

15-09-2019

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს.

 

შემთხვევა ხარებავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონს თავის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე მამაკაცი შეეჭრა.

"ქალბატონმა მოასწრო 112-ში დარეკვა და ინციდენტის ადგილზე უსწრაფესად გამოცხადდნენ ქალაქის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლები. ვიდრე ეს მოხდებოდა, საშინელი ხმაური ისმოდა და სანამ გამოვერკვიეთ რა ხდებოდა, პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ. როგორც ვიცით, მამაკაცებმა ქალბატონის გაუპატიურება სცადეს, სხვას ვერაფერს გეტყვით,"-განაცხადა ხარებავას ქუჩის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

"პირველი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 19-137 ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია 1 მამაკაცი. გამოძიება კი გრძელდება. აღნიშნული მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

"პია"