გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მარნეულში ახლადაშენებული სკოლა გაიხსნა

16-09-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, მარნეულის 1-ლი საჯარო სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სკოლა სამინისტროს ფინანსური დახმარებით აშენდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 190 0000 ლარი გამოიყო.

ახლადაშენებული სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და 200 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 130 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 20 პირველკლასელი.

სკოლის შენობა 1930 წლიდან ფუნქციონირებდა, სიძველის გამო კი მისი დემონტაჟი გახდა საჭირო.