გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ახალგორი კვლავ ჩაკეტილია, მოსახლეობას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე წვდომა არ აქვს

16-09-2019

ახალგორის ე.წ საზღვარი კვლავ ჩაკეტილია, რის გამოც ადგილობრივ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას გადაადგილება შეზღუდული აქვს.

ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა სააგენტო "პირველთან" საუბარში განაცხადა, რომ საოკუპაციო ზოლზე მდებარე გამშვები პუნქტი კვლავ დაკეტილია, რაც ადგილობრივი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს. 

მისივე თქმით, ბლოკპოსტზე ვითარება თითქმის 2 კვირაა, უცვლელია.

 

"მოსახლეობა შეშფოთებული და უიმედოა, ვინაიდან არავინ იცის,როდის გაიხსნება ე.წ. საზღვარი და როდის შეძლებს მოსახლეობა გადააგილებას, გზა კვლავ ჩაკეტილია", - თქვა თინიკაშვილმა. 

 ახალგორის ე.წ საზღვარი საოკუპაციო ძალებმა ქართველი მოსახლეობისთვის 4 სექტმებერს ჩაკეტეს. 

 რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელეს. მოსკოვმა მალევე ეს ორი ტერიტორია დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს. 

 

"პია"