გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორში დღეს აქცია გაიმართება

17-09-2019

გორში, კინოთეატრ "გამარჯვებასთან" დღეს აქცია გაიმართება.

ამის შესახებ qartli.ge-ს ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათი თქმით, გორი კვლავ უერთდება ანტისაოკუპაციო მოძრაობას და ადგილობრივი აქტივისტები 19 საათზე, 20 სექტემბრის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

,,20 ივნისს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ოკუპაციის იგნორირებამ და "გავრილოვის ღამეს" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ საზოგადოება გააერთიანა ერთი კონკრეტული გზავნილის გარშემო - #სირცხვილია
ადამიანები პროტესტს ერთნაირად მწვავედ 

გამოხატავდნენ როგორც ცენტრალური, ისე იმ რეგიონული მმარველობების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აჟღერებდნენ პრორუსულ განცხადებებს.
20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მასობრივი პროტესტით დაუპირისპირდებიან პრორუსულ ძალებსა და სახელმწიფო პოლიტიკას“,-აცხადებენ ორგანიზტორები.

"შიდა ქართლი"