გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს აღარ შეიწყალებს

18-09-2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

ზურაბიშვილმა ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე!
მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები გადახედილი იყოს და ის პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდეს. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების შეშფოთება ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტს, რომლის დროსაც მან მკვლელობისთვის ბრალდებული ორი პიროვნება შეიწყალა, საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოყვა.