გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საავტომობილო ტრანსპორტით 11 თვეში 345.8 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა

11-01-2018

საქართველოს სატრანსპორტო დარგები 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 352.1 მილიონ მგზავრს მოესახურა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10.5 მილიონი მგზავრით მეტია. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო დარგებიდან ყველაზე პოპულარული საავტომობილო დარგია, რომლის მომსახურებითაც გასული წლის თერთმეტ თვეში 345.8 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა.

მზარდი ტენდენციით ხასიათდება სამოქალაქო ავიაციაც, ეს დარგი გასული წლის იანვარ-ნოემბერში 3.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მაშინ როდესაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.6 მილიონი იყო.

უმნიშვნელო ზრდაა რკინიგზის დარგშიც, საქართველოს რკინიგზით 2017 წლის 11 თვეში 2.5 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში რკინიგზა 2.3 მლნ მგზავრს მოემსახურა.

წყარო: imedinews.ge

https://imedinews.ge/ge/ekonomika/43711/saavtomobilo-transportit-11-tveshi-3458-milionma-mgzavrma-isargebla