გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ბერაია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა

18-09-2019

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ჩორჩანასთან არსებული ვითარება და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა. ირაკლი ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა, სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და არსებული ვითარების შეფასებაში. ბერაიას თქმით, საქართველო აგრძელებს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას და აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაძლიერება, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.