გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს მიუსამძიმრა

11-01-2018

ბიძინა ივანიშვილმა აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს მიუსამძიმრა. ყოფილი პრემიერმინისტრი საკათედრო ტაძარში მეუღლესთან ერთად მივიდა. ბიძინა ივანიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მარიკა ლორთქიფანიძეს სიონის საკათედრო ტაძარიდან გამოასვენებენ. აკადემიკოსს დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ცნობილი ქართველი მეცნიერი და ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. მას გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. სხვადსხვა წოდებასთან ერთად ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. 

წყარო: "რუსთავი2"

http://rustavi2.ge/ka/news/94128