გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პუტინის ახალი განკარგულება - „აფხაზეთის არმიის მოდერნიზებას“ რუსეთი დააფინანსებს

23-09-2019

რუსეთის  პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

პუტინის მიერ 22 სექტემბერს ხელმოწერილი განკარგულება 23 სექტემბერს გამოქვეყნდა. შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება დაევალა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია 23 აგვისტოს მოსკოვში შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, რომელმაც განაცხადა, რომ ხელს მოაწერენ „შეთანხმებას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის შესახებ“.

"ალია"