გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გასულ წელს კომერციული ბანკების მოგებამ 914 მლ ლარი შეადგინა

24-09-2019

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 48,928 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ივლისში - 82,672 მლნ იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში, ბანკების შემოსავლებმა 383,690 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 262,597 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,721 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 46,929 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32,235 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ბანკებმა 10,948 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.


bpn.ge