გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულში მინდელის შახტთან შეკრებილმა მეშახტეებმა მერიასთან გადაინაცვლეს

24-09-2019

ტყიბულში მინდელის შახტთან შეკრებილმა მეშახტეებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა მოხდეს სახელფასო დავალიანების დაფარვა.

მეშახტეები ასევე მოითხოვენ მიიღონ ინფორმაცია კომპანიიდან და ხელისუფლებიდან, მომავალში შახტში საწარმო პროცესის აღდგენის შესახებ.

ტყიბულის შახტებში საწარმო პროცესი 2018 წლის ივლისიდან პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში 25-მდე მეშახტე შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე ხელფასს არ მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"