გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თუ სასწაული მოხდა და “ევროპულმა საქართველომ” მეცინება, მაგრამ ენმ-ზე მეტი მანდატი მიიღო, მათთან კოალიციაში შევალთ – ვაშაძე

25-09-2019

თუ სასწაული მოხდა და “ევროპულმა საქართველომ” მეცინება, მაგრამ ენმ-ზე მეტი მანდატი მიიღო, მათთან კოალიციაში შევალთ – ამის შესახებ განცხადება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ,” “მთავარ არხთან” საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, გამორიცხულია, ევროპულმა საქართველომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათზე მეტი მანდატი მიიღოს. თუმცა, ვაშაძის თქმით, “თუ სასწაული მოხდა”, ისინი ევროპულ საქართველოსთან კოალიციაში შევლენ. 

“თუ არა, ჩვენ მოვალთ უზარმაზარი რაოდენობის მანდატით, არ არსებობს ეგეთი ჰიპოთეზა, რომ “ევროპულ საქართველოს” მეტი მანდატი ჰქონდეს, ამას თქვენ ნახავთ… ვამბობ, კი, პროდასავლური პარტიებისგან შექმნილი კოალიცია საქართველოში იქნება გარდაუვალი. ჩვენ გავიმარჯვებთ, კოალიციის სათავეში “ევროპული საქართველო” არ იქნება არასოდეს. თუ ჩვენ აღმოვჩნდით პარალელურ რეალობაში, და იქაც არის ეს პარტიები, “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” და თუ იქ მოხდა სასწაული და “ევროპულმა საქართველომ” აიღო ჩვენზე უფრო მეტი მანდატი, მეცინება, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ მაშინ ჩვენ აუცილებლად შევქმნით ორივე სამყაროში პროდასავლურ კოალიციას”, – თქვა ვაშაძემ მთავარი არხის ეთერში.

nfo9