გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიჭრა

26-09-2019

ზუგდიდში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი, 20 წლის კ. გ დაიჭრა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.

ფაქტზე შს სამინსიტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"