გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა რუსეთსა და საქართველოს შორის, პირდაპირ დიალოგს მხარს უჭერს

26-09-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში შეხვდრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგნაციო კასისთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომრეობა და ბოლო განვითარებები, რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზზე. 

შვეიცარიის მხარემ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პროცესის შემდგომი დეესკალაციისთვის ხაზი გაუსვა მხარეთა კომუნიკაციის, მაქსიმალური ჩართულობისა და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ამასთან გამოთქვა მზადყოფნა, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორმა ყველა ღონე იხმაროს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.