გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ქართველი და უცხოელი ფოტოკორესპონდენტების ობიექტივებში ასახული აფხაზეთის ომი

26-09-2019

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, 16:00 საათზე  საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ფოტოგამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფი „აფხაზეთის“ მიერ მოწოდებული, ამერიკელი ფოტოკორესპონდენტების, ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი 112 ფოტო და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული აღნიშნული თემატიკის  ფოტომასალა.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ოჯახის წევრები.

დასწრება თავისუფალია.