გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

შსს-მ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

13-01-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.ა., განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, 19,45 გრამ ჰეროინს შეიცავს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.