გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მამაკაცი, რომელმაც თელავში ყოფილი ცოლი მოკლა, გარდაიცვალა

1-10-2019

თელავში, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილის მკვლელობის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.

ერთი კვირის განმავლობაში, რეზო კეკელიძე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ის სახის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით მართვით სუნთქვაზე იყო.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა თელავში , 23 სექტემბერს მოხდა. მამაკაცმა სანადირო თოფით ყოფილი ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

pia