გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლინა

14-01-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ი.ჩ. ამხილეს.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ პიტნიანში, ი.ჩ.-ს კუთვნილი საამქროდან წიფლის ჯიშის ხის ხუთი მორი, 1,6 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა და 2,25 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ხუთი სახერხი დაზგა.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.