გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა

2-10-2019

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გვრცელებული ინფორმციით, ყანჩელი  ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა.

 

გია ყანჩელის შემოქმედებიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.

ასევე სიმღერები: „ყვითელი ფოთლები“, „ის აქ არის“, „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, „საით მიდიხარ“, „ჩიტო გვრიტო“ და სხვები.