გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნატოს გენმდივნის მოადგილე ბათუმში სტუდენტებს შეხვდება

2-10-2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ გაიმართება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის შეხვედრა დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.

როუზ გიოტმიოლერი, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ეწვევა, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და მათთან გამკლავების მექანიზმებზე ისაუბრებს.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ნატოს წარომადგენელს კითხვები დაუსვან. ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება და წარმოადგენს ცენტრის ყოველწლიური პროექტის - ნატოს დღეები 2019-ის - გახსნით ღონისძიებას.

ნატოს დღეები საქართველოში 3 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმებისა და პერსპექტივების შესახებ.

ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია 70 მდე საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება როგორც თბილისში ისე საქართველოს 10 რეგიონში.