გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მებაჟეებმა ყაზბეგში ალკოჰოლური სასმელების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

4-10-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟეოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, 3700 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.