გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სასწრაფოდ: საგარეჯოს ცენტრში მამაკაცმა თავი მოიკლა, მანამდე კი ხორცის გამყიდველი მოკლა

4-10-2019

პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საგარეჯოს ცენტრში 67 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე კი მან მისი ახლობელი, 70 წლის მამაკაცი მოკლა. 

მოკლული მამაკაცი საგარეჯოში ხორცის რეალიზაციით იყო დაკავებული. ადგილობრივების გადმოცემით, შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი კონფლიქტი, რომელიც მალე ორმაგი ტრაგედიით დასრულდა. 

მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.  

primetime