გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სააკაშვილი: ტრამპი იმიტომ დადიოდა ჩემთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებსა და რესტორნებში, რომ წარმატებასთან უნდოდა ასოცირება

4-10-2019

რატომ ჩამოვიდა ტრამპი საქართველოში? იმიტომ, რატომაც გვაქებდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებთან ისაუბრა. ექსპრეზიდენტი მათ უამბობდა, როგორ აქცია ქვეყანა ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად, რა დროსაც ისიც აღნიშნა, რომ წარმატების სიმბოლო იყო.

„რატომ ჩამოვიდა ტრამპი საქართველოში? იმიტომ, რატომაც გვაქებდა, მასთან მიწვევდა მის სახლში, საერთოდაც ნიუ-იორკში დადიოდა ჩემთან ერთად ქუჩებში, თეატრებში და რესტორნებში. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, როცა წარმატებასთან ასოცირდება.

მაშინ ის კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და სურდა, რომ წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული. ის ყველგან ამბობდა: ვოუ, მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია. მე ჩამოვედი ბათუმიდან და ყველაზე მაგარი ქალაქია. მათ ყველაზე მაგარი განათლების და საგადასახადო სისტემა აქვთ“, - ამბობს სააკაშვილი.

primetime.ge