გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სოფელ ჭორვილაში 16 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო

5-10-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში ახალგაზრდამ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ერეკლე გრძელიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი 16 წლის ბიჭმა სარდაფში ოჯახის წევრებმა ნახეს.

"ვესაუბრე ბაბუას, თუმცა უჭირთ მიზეზებზე საუბარი, არაფერი არ იციან, რატომ უნდა გაეკეთებინა 16 წლის ბიჭს მსგავსი რამე,"- უთხრა "კურიერს" ერეკლე გრძელიშვილმა.

შემთხვევა სოფელ ჭორვილაში გუშინ ღამით მოხდა. "კურიერი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკლვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"რუსთავი2"