გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გორში ქალს გველმა უკბინა

7-10-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ქალს გველმა უკბინა. დაზარალებული აცხადებს, რომ ქვეწარმავალი საწოლში იპოვა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 39 წლის ქალი გორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

„კლინიკაში შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, გულისრევა, საერთო სისუსტე, წვა და ტკივილი კისრის მიდამოში. ვიზუალური დათვალიერებით, კისრის არეში აღენიშნებოდა ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც დამახასიათებელია გველის ნაკბენისთვის. პაციენტის გადმოცემით, მან ლოგინში ნახა გველი, რომელმაც უკბინა. პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა ბინაზე“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ კლინიკა „გორმედის“ თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გია მღებრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"