გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე ქალი ავტომანქანით შეიჭრა და 2 ადამიანი დააზიანა

9-10-2019

ინციდენტი მოხდა ახმეტაში, როცა შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობდა. როგორც სააგენტო “პრაიმ ტაიმი” იუწყება, კახეთის სამხარეო პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე იმაშია, რომ სააგენტოს ცნობით, დაკრძალვის დროს, უცნობი ქალბატონი საკუთარი ავტომანქანით შეიჭრა გასვენებაში, რის გამოც ორი ადამიანი დაშავდა. მომხდარ ფაქტს სააგენტოსთან ადასტურებს

დაშავებულები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ხოლო ქალბატონი დაკავებულია. სამართალდამცავებმა შემთხვევის ინიციატორ ქალბატონს, სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული წესითაც შეუდგინეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა მოხდა და რა იყო მიზეზი უცნობი ქალბატონის ასეთი ქმედების.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილის ბიძის, ელდარ ჭიჭიაშვილის თქმით, ქალის ვინაობა მათთვის ცნობილი არ არის. “არ ვიცით, ვინ არის, მაგრამ პროვოკატორია აშკარად” – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ჭიჭიაშვილმა.


“პრაიმ ტაიმი”

metronome.ge