| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
11-10-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
განათლება და კვალიფიკაცია:
2005 – ლუიზიანას შტატის პოლიციის აკადემია, აშშ – კრიტიკული ინციდენტების მართვა;
2005 – ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, აშშ – ანტიტერორიზმი, დიპლომატიური უსაფრთხოების დაცვა;
1997–1998 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია – ოფიცერთა ოპერატიული მომზადების კურსები;
1994–1996 – თბილისის ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
1986-1988 – ქალაქი ტალინი, სამხედრო სამსახური;
1985-1992 – საქართველოს ზოო-საინჟინრო სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი
სამსახურებრივი საქმიანობა:
2017-2019 - შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
2016-2017 – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მოადგილე;
2016- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციის უფროსი;
2014 – 2016 – სს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი;
2013-2014 – შპს ,,ტრანს ეკო’’ და შპს ,,ტრანს მობილი“, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
2012-2013 – შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“, დაცვის, უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2010-2012 – შპს ,,სპრინგი “, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
2008-2010 – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
2006-2007 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურის უფროსის მოადგილე;
2004-2006 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს უფროსი;
1997-2003 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
1994-1997 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
სპეციალური წოდება - სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი
სახელმწიფო ჯილდო მედალი – ,,მხედრული მამაცობისთვის”, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 1999 წელი.