გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამის პრეზენტაცია აჭარიდან დაიწყო

12-10-2019

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამის პრეზენტაცია აჭარიდან დაიწყო.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, კოდექსის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამები ქობულეთის, ბათუმის და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოქალაქეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ოჯახის გაძლიერების, განათლების, ჯანდაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამების მიმართ.

 

სოფო კილაძის განცხადებით: „ჩვენი საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს არა მარტო მოქალაქეების ინფორმირებას კოდექსის შესახებ, არამედ მათ ჩართულობას პროგრამების შერჩევაში, რადგან ადგილობრივებზე უკეთ არავინ იცის რა საჭიროებები აქვთ მათ მუნიციპალიტეტებში. ჩვენ, ეს კამპანია აჭარიდან დავიწყეთ და მთელს საქართველოს მოვივლით. თითოეულ რეგიონს ვკითხავთ, რომელი პროგრამებია მათთვის უპირატესი“.

 

შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეებმა სპეციალური კითხვარი შეავსეს, სადაც 10 მთავარი პროგრამიდან, რამდენიმე მათთვის სასურველი სერვისი შეარჩიეს.​