გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მართვის მოწმობის ასაღებად ასაკი იცვლება

14-10-2019

ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება - ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული.

პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე წარდგენილია. ცვლილებების მიხედვით, საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე. შესაბამისად, თუ აქამდე ამ კატეგორიებზე მართვის უფლება პირი 17 წლიდან იღებდა, ცვლილების შედეგად ეს ასაკი 18 წელი გახდება.

„ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება ხდება 18 წლიდან. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში. მიუხედავად საქართველოში დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას,"- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

"ალია"