გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს

14-10-2019

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის საქართველოს ისტორიის სიმმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში განაცხადა.

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია, საიდანაც მან სვეტიცხოვლობის დღესასწაულისრულიად საქართველოს მიულოცა.

 

„თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს და ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.