გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბექა ოდიშარია: რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას

17-10-2019

პარლამენტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია თბილისის მერის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„პოლიტიკაში არსაიდან, ცალ-ცალი ჩექმით მოსული და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ჩინოვნიკი ბევრი გვინახავს. რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას, არა ერთ მსოფლიო დონის ასპარეზზე, რომელსაც ცხადია, ფინანსური კეთილდღეობაც მოჰყვა. ჩვენი ოპონენტების და მათი პარტიული პროპაგანდისტული მანქანების პრობლემა ის არის, რომ ხალხზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანები ნებისმიერ ტყუილს დაიჯერებენ. თუმცა, ტყუილსაც უხარისხოდ ავრცელებენ”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.