გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდში, ნიკო დადიანის სასახლე საექსპოზიციოდ მოეწყობა

17-10-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 70 000 ლარამდე ბიუჯეტია განსაზღვრული. დაგეგმილია სასახლის ვიტრინებითა და სხვა ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა და შერჩეული საექსპოზიციო მასალის გამოფენა. ექსპოზიცია 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წელს დასრულდა სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. შემდგომში, ასევე, დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის სრული რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დადიანების სასახლეში სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი – მათ შორის რესტავრირდა მუზეუმში დაცული ექსპონატები, დაიბეჭდა მუზეუმის გზამკვლევი და ჩატარდა შენობების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.