გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბათუმის ბულვარში 2 ადამიანი ბზიკებმა დაკბინეს

18-10-2019

ბათუმის ბულვარში ახალგალგაზრდა გოგონა და მამაკაცი ბზიკებმა დაკბინეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ გოგოს ნაკბენები თავის არეში აქვს, ის ამ წუთებშიც კლინიკაშია და პირველადი დახმარება უტარდება. ამ ეტაპზე ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, წელს ეს ბზიკების მიერ მოქალაქის დაკბენის პირველი შემთხვევაა. წამლობითი ღონისძიებები ადმინისტრაციის მიერ ყოველ ორ კვირაში ერთხელ ხორციელდება, აქ ირწმუნებიან, რომ სპეციალისტები მავნებლებისა და მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დღესაც ჩაატარებენ.

კვირა