გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მარტვილის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

18-10-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც  27 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ერთი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ რობერტ კაკულია დარეგისტრირდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის #65 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნინო დანელიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, კანდიდატების დარეგისტრირების საბოლოო ვადა 27 სექტემბერს ამოიწურა და მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კაკულიას გარდა არავის მიუმართავს.

შუალედური არჩევნების გამართვა სოფელ კიწიში მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ონერ კუჭავა გარდაიცვალა.

რადიო "ათინათი"