გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორში მგზავრმა ტაქსის საფასური არ გადაიხადა და მძღოლს მოკვლით დაემუქრა

18-10-2019

 გორში მამაკაცი მგზავრობის საფასურისგან თავის არიდების მიზნით, ტაქსის მძღოლს იარაღით დაემუქრა.

როგორც რადიო "მოზაიკასთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა პიროვნებამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისამდე, ტაქსით იმგზავრა. შემდეგ კი გორის ცენტრში დაბრუნდა. მაშინ როდესაც, ტაქსის მძღოლმა მამაკაცს მგზავრობის საფასური 40 ლარის ოდენობით მოსთხოვა, მგზავრი მას მოკვლით დაემუქრა და მანქანიდან თანხის გადახდის გარეშე გადავიდა.

საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა - ტაქსის მძღოლი მამაკაცსა მუქარასა და თანხის გადაუხდელობას ედავებოდა.

სასამართლომ ტაქსის მძღოლისთვის მიყენებული ზიანის გამო, მამაკაცს ერთლიანი პირობითი მიუსაჯა და ტაქსის მძღოლისთვის აღნიშნული 40 ლარის გადახდა დააკისრა.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მგზავრობის საფასურიც გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ პიროვნება, რომელმაც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სოციალურად დაუცველია.